ავტორიზაცია

"კარგია, რომ დაინახა, როგორია ახალ ლიგაში თამაში", - გვარდიოლამ ჰოლანდის არცთუ წარმატებული დებიუტი შეაფასა

"კარგია, რომ დაინახა, როგორია ახალ ლიგაში თამაში", - გვარდიოლამ ჰოლანდის არცთუ წარმატებული დებიუტი შეაფასა
თარიღი 31 Jul 2022, 10:47

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ინგლისის სუპერთასზე "ლივერპულთან" (1:3) მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"მოსამზადებლად ორი კვირა და კიდევ რამდენიმე დღე გვქონდა, მაგრამ ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ. მათ ვუთხარი, რომ ვამაყობ იმით, რაც გააკეთეს".

"ახლა უნდა მოვუმატოთ. იმპულსის მოსაპოვებლად ვარჯიში გვჭირდება და ამას გავაკეთებთ".

"პირველი 15-20 წუთი "ლივერპული" უფრო ძლიერი იყო. სწრაფად მოქმედებდა, მაგრამ შემდეგ ჩვენი თამაშის ჩვენება დავიწყეთ. ტაიმის ბოლო 25 წუთი ვუტევდით, მეტოქის მიერ დატოვებული თავისუფალი ზონებით ვსარგებლობდით".

"შესვენების შემდეგ კარგი მონაკვეთი გვქონდა. ნამდვილად კარგ წინააღმდეგობას ვუწევდით ამ გუნდს, პირველ ტაიმშიც კი გვქონდა საკმარისი მომენტი იმისათვის, რათა მოგვეგო".

"ჰოლანდს პირველ ნახევარში 2-3 მომენტი ჰქონდა და კიდევ ერთი მატჩის მიწურულს. მუდმივად ქმნიდა საფრთხეს, ბევრს იბრძოდა, მოძრაობდა. კარგია, რომ დაინახა, როგორია ახალ ქვეყანაში და ახალ ლიგაში თამაში. არ გაუტანია, თუმცა წარმოუდგენლად ნიჭიერი მოთამაშეა და ამას აუცილებლად გააკეთებს".

"როცა აშშ-ს ტურნეში გაიტანა, ყველამ თქვა, რამდენად შთამბეჭდავია. ამ შეხვედრაშიც ჰქონდა მომენტები, არაფერი შეცვლილა. ძლიერია. შემდეგ ჯერზე გაიტანს. ასეთია ფეხბურთი. ეს არ მაღელვებს, რადგან წინ 11 დაძაბული თვე გვაქვს და დაგვეხმარება", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს "სიტის" ოფიციალური საიტი.