ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონამ ოსკარ მინგესა გაყიდა

ოფიციალურად: ბარსელონამ ოსკარ მინგესა გაყიდა
თარიღი 31 ივლ 2022, 11:45

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, ოსკარ მინგესა კარიერას "სელტაში" გააგრძელებს.

კატალონიელებმა ვიგოელებთან შეთანხმების მიღწევა დაადასტურეს, უახლოეს პერიოდში ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დოკუმენტებს მოაწერს ხელს.

როგორც აქამდე დაიწერა, "ბლაუგრანას" აღზრდილი "სელტაში" 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა.

გავლენიანი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბარსელონას" 23 წლის ესპანელის შემდგომი გაყიდვიდან მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი ერგება.

ახალ გუნდთან მინგესას კონტრაქტი 2026 წლამდე იქნება გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალწვეულმა ლა ლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.