ავტორიზაცია

MARCA: ანჩელოტი ამ ზაფხულს რეალიდან ორი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს, ცნობილია მათი ვინაობაც

MARCA: ანჩელოტი ამ ზაფხულს რეალიდან ორი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს, ცნობილია მათი ვინაობაც
თარიღი 31 Jul 2022, 16:54

"რეალის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის მარჯვენა მცველი, ალვარო ოდრიოსოლა და თავდამსხმელი, მარიანო დიასი არ სჭირდება.

63 წლის ესპანელ სპეციალისტს სურს, რომ 26 წლის ესპანელმა და 28 წლის დომინიკელმა მადრიდი ამ ზაფხულსვე დატოვონ, წერს Marca.

წინასასეზონო ტურნეში "რეალის" არცერთ სხვა ფეხბურთელს არ მიუღია ამ მოთამაშეებზე ნაკლები სათამაშო დრო.

ალვარო "პაპა კარლოს" არ სჭირდება, რადგან მარჯვენა მცველის პოზიციას დახურულად თვლის. ამ პოზიციაზე "ბლანკოსის" ძირითადი ფეხბურთელი დანი კარვახალია, მისი შემცვლელი კი ლუკას ვასკესია, აგრეთვე მადრიდელებს 18 წლის ვინისიუს ტობიასიც ჰყავთ. მარიანოს სათამაშო დრო ლუკა იოვიჩისა და ბორხა მაიორალის წასვლის შემდეგაც კი არ გაეზრდება.

როგორც აღინიშნება, ოდრიოსოლა ძალიან პროფესიონალურად იქცევა და თანაგუნდელებთან კარგად ურთიერთობს. ანჩელოტი მას შემადგენლობაში მხოლოდ საფეხბურთო მიზეზების გამო ვერ ხედავს.

"რეალიდან" მარიანოს წასვლას ხელს მხოლოდ მისი ხელფასი უშლის. მადრიდში იგი წელიწადში 4,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და დაინტერესებული კლუბები ამხელა თანხის გადახდისთვის მზად არ არიან.