ავტორიზაცია

ალექს ფერგიუსონმა იხუმრა, რომ არსენალი წელს პრემიერ ლიგიდან გავარდება

ალექს ფერგიუსონმა იხუმრა, რომ არსენალი წელს პრემიერ ლიგიდან გავარდება
თარიღი: 31 ივლ 2022, 23:11

ალექს ფერგიუსონმა იხუმრა, რომ „არსენალი“ პრემიერ ლიგიდან გავარდება.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულ მწვრთნელს ერთ-ერთ ღონისძიებაზე გადაუღეს სურათი, რომელზეც ის „არსენალის“ გულშემატკივარს ფრენკი დეტორის ესაუბრებოდა.

როცა ფერგიუსონს ჰკითხეს, როგორ იასპარეზებს მისი აზრით ამ სეზონში „არსენალი“, მან იხუმრა. „არსენალი“ გავარდება.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობისას, ვენგერის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი და დიდი მეტოქე „არსენალი“ და მისი მწვრთნელი არსენ ვენგერი იყო.