ავტორიზაცია

ლეო მესიმ კარიერაში 41-ე ტიტული მოიგო - რამდენი აშორებს დანი ალვეშამდე?

ლეო მესიმ კარიერაში 41-ე ტიტული მოიგო - რამდენი აშორებს დანი ალვეშამდე?
თარიღი 01 Aug 2022, 11:31

საფრანგეთის სუპერთასის მოგებით ლეო მესიმ კარიერაში 41-ე ტიტული მოიგო.

31 ივლისს არგენტინელმა „პსჟ-სთან“ ერთად „ნანტს“ 4:0 მოუგო და საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი გახდა.

აღნიშნული ტიტული არგენტინელის კარიერაში 41-ე იყო - 10 ლა ლიგა, 4 ჩემპიონთა ლიგა, 8 ესპანეთის სუპერთასი, 7 ესპანეთის თასი, 3 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3 ევროპის სუპერთასი და საფრანგეთის ჩემპიონობა.

ნაკრებთან ერთად ლეომ კოპა ამერიკა მოიგო, იმარჯვა ოლიმპიადაზე, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატსა და ფინალისიმაზე.

ლეოზე მეტი ტიტული დანი ალვეშს აქვს - 46. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ბრაზილიელს არა 46, არამედ 42 ტიტული აქვს. ეჭვქვეშ დგება მისი გამარჯვებები შტაბ ბაიას თასსა და ნორდერტეს თასზე 2001 წელს. მაშინ, ალვეში „ბაიაში“ თამაშობდა.

ასევე, არ ითვალისწინებენ ალვეშის 2018 წლის საფრანგეთის სუპერთასს, რადგან მაშინ ბრაზილიელი „პსჟ-ს“ განაცხადშიც ვერ მოხვდა და ალვეშის მიერ 2003 წელს მოგებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატსაც.