ავტორიზაცია

BREAKING: ბარსელონა 2023 წლის ზაფხულში მესის დაბრუნებას ეცდება!

BREAKING: ბარსელონა 2023 წლის ზაფხულში მესის დაბრუნებას ეცდება!
თარიღი 01 აგვ 2022, 14:43

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ამჟამად "პსჟ"-ში მოასპარეზე თავდამსხმელის, ლიონელ მესის დამატებაზე დაიწყებს მუშაობას.

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები - ჟოან ლაპორტა, ხორდი კრუიფი და მატეუ ალემანი - გუნდის მთავარ მწვრთნელ ხავისთან ერთად არგენტინელი სუპერვარსკვლავის დაბრუნებაზე ოცნებობენ. მომდევნო ზაფხულს "ლურჯ-ბროწეულისფრები" 35 წლის ფორვარდთან შეთანხმებას ეცდებიან.

ხავი ძალიან ბედნიერი იქნება, თუ მესი მის გუნდში აღმოჩნდება. მათ ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ, მუდმივად წერენ ერთმანეთს და ხშირად საუბრობენ, წერს გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

უახლოეს თვეებში "ბარსელონა" მესის გარემოცვასთან კონტაქტს დაამყარებს და საჭირო ზარებს განახორციელებს. მიუხედავად ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები აგვისტოში ან სექტემბერში არ არის მოსალოდნელი, რადგან არგენტინელი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილების მიღებას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აპირებს. მუნდიალამდე ლეოს ყურადღების გაფანტვა არ უნდა - ამ ტურნირისთვის განსაკუთრებულად ემზადება. "ბარსასა" და მესის შორის მოლაპარაკებები შესაძლოა იანვარ-თებერვალში დაიწყოს.

ცნობისთვის, მესის "პსჟ"-სთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ამიტომაც ლეო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში შეიძლება უფასოდ დაბრუნდეს.

არ არის გამორიცხული ის ვარიანტიც, რომ გამოცდილი ფორვარდი მომავალ ზაფხულს MLS-ის კლუბში გადავიდეს. გარდა ამისა, "პსჟ" მზადაა მესის კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს.