ავტორიზაცია

2022/23 წლების სეზონისთვის ლეო მესის მიზნები ცნობილია — L'Equipe

2022/23 წლების სეზონისთვის ლეო მესის მიზნები ცნობილია — L'Equipe
თარიღი 01 აგვ 2022, 18:43

"პსჟ"-სა და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, ლიონელ მესის სურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზოს.

როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, 35 წლის სუპერვარსკვლავი პარიზში თავს ახლა უფრო კომფორტულად გრძნობს.

ალბათ, ეს მწვრთნელის შეცვლას უკავშირდება - მაურისიო პოჩეტინოს ადგილი კრისტოფ გალტიემ დაიკავა. გარდა ამისა, ნაწილობრივ ეს ანხელ დი მარიას წასვლითაც არის განპირობებული. არგენტინელის წასვლის შემდეგ მესი თანაგუნდელებთან უფრო გაიხსნა.

ლეომ "პსჟ"-ში ადაპტაცია ბოლომდე გაიარა - 2022/23 წლების სეზონისთვის დიდი გეგმები აქვს. ლიონელი "პსჟ"-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის, ხოლო არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წლის მუნდიალის მოგებას უმიზნებს.

თუ ამ სეზონში "პსჟ"-ს შედეგები დამაჯერებელი იქნება, მესიმ შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს. გარდა ამისა, მას "ბარსელონაში" დაბრუნების ან "ინტერ მაიამიში" გადასვლის შესაძლებლობაც აქვს.

მოგეხსენებათ, მესიმ გუშინ პარიზელთა მაისურით საფრანგეთის სუპერთასი მოიგო - აღნიშნულ შეხვედრაში თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა. არგენტინელი კარიერაში 41-ე ტიტულს დაეუფლა.