ავტორიზაცია

ინტერი ალექსისთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

ინტერი ალექსისთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 02 აგვ 2022, 12:11

თავდამსხმელი ალექსის სანჩესი „ინტერს" უახლოეს დღეებში აპირებს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელი „ნერაძურისთან" კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებენ, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება და გამოსავალი შესაძლოა უახლოეს პერიოდში იქნეს მიღწეული. 

ჩილელ შემტევს „ინტერთან" 2023 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, თუმცა გუნდში რომელუ ლუკაკუს დაბრუნების შემდეგ, ალექსისმა სათადარიგოთა სკამზეც კი დაკარგა ადგილი, რადგან მის გარდა გუნდში ლაუტარო მარტინესი, ედინ ჯეკო და ხოაკინ კორეაც ირიცხებიან.

სანჩესის გაშვების შემდეგ, კლუბი დაცვის გაძლიერებას შეეცდება.