გვარდიოლა თავის "თითქმის მოგვარეში" 80 მილიონ ევროზე მეტს იხდიდა, თუმცა უარი მიიღო

„მანჩესტერ სიტის“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცენტრალური მცველის დამატება სურს.
Bild-ის ინფორმაციით, ხოსეპ გვარდიოლამ თავის თითქმის მოგვარეს, იოშკო გვარდიოლს დაადგა თვალი, რომელიც გერმანული „ლაიპციგის“ რიგებში ასპარეზობს.
მეტიც, „სიტიმ“ გერმანულ კლუბს ხორვატი ახალგაზრდა ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროზე მეტიც კი შესთავაზა, თუმცა დაუყონებლივი უარი მიიღო.
„ლაიპციგი“ ამ ეტაპზე ვაჭრობასაც არ ცდილობს, ხელმძღვანელობას გვარდიოლის შენარჩუნება კიდევ მინიმუმ ერთი წლით სურთ და „სიტისთვის“ უარის თქმაც სწორედ ამით არის გამოწვეული.