ავტორიზაცია

VIDEO: "ჯონ, თხოვნით გირეკავ", - კალიდუ კულიბალიმ ჯონ ტერის 26-ნომრიანი მაისურის სათხოვნელად დაურეკა

თარიღი 02 აგვ 2022, 22:31

„ჩელსის“ ახალწვეულმა, კალიდუ კულიბალიმ გუნდის ლეგენდას, ჯონ ტერის ნომრის სათხოვნელად დაურეკა.

მას შემდეგ, რაც ინგლისელმა ტერიმ „ჩელსი“ დატოვა, გუნდში მისი კუთვნილი 26-ნომრიანი მაისური არავის ცმია და კულიბალიმ სწორედ მისი მორგება მოისურვა.

„ბოდიში ჩემი ინგლისურისთვის, რომელიც არც ისე კარგია, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები. ჯონ, გირეკავ რომ რაღაც გთხოვო. როგორც იცი, „ნაპოლიში“ 26-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი, აქ კი, რაც შენ წახვედი ეს ნომერი არავის უტარებია. არ ვიცი, ის შენ საპატივცემლოდ გააუქმეს, თუ უბრალოდ არავინ მოისურვა მის აღებას. 

ხოდა, მინდოდა მეკითხა, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მე ავიღო 26 ნომერი?“

ჯონ ტერი: „26 ნომერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვაფასებ, რომ დამირეკე და მკითხე. მინდა გითხრა, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს იმასთან, რომ ეს ნომერი მოირგო. პირიქით, დიდი პატივი იქნება. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ.“

„დიდი მადლობა, „მძიმე“ მაისური იქნება, მაგრამ ყველაფერ საუკეთესოს ვეცდები.“ - უპასუხა სენეგალელმა.