ოფიციალურად: ჩელსიმ პსჟ-ს და მილანს 18 წლის ნახევარმცველისთვის ბრძოლა მოუგო
„ასტონ ვილას“ ნახევარმცველი კარნი ჩუკვუემეკა კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.
დედაქალაქურმა კლუბმა 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე „ასტონ ვილასთან“ შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა. ჩუკვუემეკა ლონდონში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშის შეძენა „ჩელსის“ ბონუსების გარეშე 15 მილიონი ევრო დაუჯდა, ნახევარმცველი გუნდთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გასულ სეზონში ჩუკვუემეკამ პრემიერ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა, მისი შეძენით „მილანი“ და „პარი სენ-ჟერმენიც“ ინტერესდებოდნენ.