მორატას ტრანსფერის გაჭიანურების გამო, იუვემ შესაძლოა ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დაიმატოს

„იუვენტუსი“ „ნაპოლის“ ყოფილი შემტევით, დრის მერტენსით ინტერესდება.
35 წლის ბელგიელი ფეხბურთელით „იუვე“ იმიტომ დაინტერესდა, რომ გუნდის მთავარი სატრანსფერო სამიზნის, ალვარო მორატას ტრასნფერი ჭიანურდება.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გუნდი მოხიბლულია მერტენსის ვარიანტით, რადგან ტრანსფერში ფული არ იქნება გადასახდელი და ამის გამო, კლუბმა შესაძლოა ბელგიელს წლიურად 5 მილიონი ევროც შესთავაზოს.
ივლისში „ნაპოლიმ“ მერტენსის თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა ოფიციალურად დაადასტურა, ის ნეაპოლიტანური გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.