ავტორიზაცია

ოფიციალურად: 90-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს! მილანმა ახალი ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: 90-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს! მილანმა ახალი ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 02 აგვ 2022, 23:18

„მილანმა“ შარლ დე კეტელარეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„ბრიუგეს“ 21 წლის ნახევარმცველმა იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა და ახალ გუნდში 90-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

კლუბი არ ადასტურებს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, „როსონერი“ დე კეტელარეში ჯამურად 36 მილიონ ევროს მიიღებს ბონუსების გათვალისწინებით. 

ბელგიური კლუბის შემადგენლობაში დე კეტელარემ 120 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა.