ავტორიზაცია

უგუნდოდ დარჩენილ ედინსონ კავანის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

უგუნდოდ დარჩენილ ედინსონ კავანის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 03 აგვ 2022, 17:21

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

ურუგვაელის შეძენა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, "დორტმუნდს" შესთავაზეს, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Bild-ი.

ბორუსიელებსა და 35 წლის ფორვარდს შორის კონტაქტი უკვე შედგა და ახლო მომავალში მოლაპარაკებები გაგრძელდება.

"დორტმუნდი" ახალ თავდამსხმელს მას შემდეგ ეძებს, რაც სებასტიან ალერს ექიმებმა სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს.

გარდა კავანისა, ბორუსიელები სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ, მაურო იკარდის, ედინ ჯეკოსა და ჯონ კორდობას სახით.

მოგეხსენებათ, ედინსონმა ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შედეგად უფასოდ დატოვა.