ავტორიზაცია

ოფიციალურად: 11-წლიანი კარიერის შემდეგ, კასპერ შმეიხელმა ლესტერი დატოვა

ოფიციალურად: 11-წლიანი კარიერის შემდეგ, კასპერ შმეიხელმა ლესტერი დატოვა
თარიღი 03 აგვ 2022, 21:59

„ლესტერის“ ლეგენდამ გუნდი ოფიციალურად დატოვა.

„ნიცამ“ დანიელი მეკარის კასპერ შმეიხელის ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელი გულშემატკივრებს უკვე წარუდგინა.

შმეიხელის სანაცვლოდ ფრანგულმა კლუბმა 1 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ფეხბურთელმა გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კასპერი „მან სიტის“ აღზრდილია, რომელშიც 2006-2009 წლებში ირიცხებოდა და არაერთხელ დატოვა გუნდი იჯარით, 2009/10-წლები მან „ნოთს ქაუნთიში“ გაატარა, შემდეგ ერთი წელი ლიდსში, 2011-ში კი „ლესტერში“ გადავიდა და ამ გუნდში 11 წელი გაატარა.

ყველაზე დიდ წარმატებას 35 წლის გოლკიპერმა 2016 წელს მიაღწია, როცა „ლესტერთან“ ერთად პრემიერ ლიგა მოიგო.