ავტორიზაცია

აინტრახტის პრეზიდენტი: "ეს მანე ვინ ჯანდაბაა? ბაიერნს ლევანდოვსკის დროსაც კარგად ვეთამაშებოდით"

აინტრახტის პრეზიდენტი: "ეს მანე ვინ ჯანდაბაა? ბაიერნს ლევანდოვსკის დროსაც კარგად ვეთამაშებოდით"
თარიღი 03 აგვ 2022, 22:03

„აინტრახტის“ პრეზიდენტმა ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

გუნდები ერთმანეთს 5 აგვისტოს 22:30 საათზე დაუპირისპირდებიან.

„სტადიონზე კვლავ გასაოცარი ატმოსფერო იქნება, ტრიბუნებიდან გადმოგვეცემა ენერგია, რაც გუნდს წინსვლისკენ უბიძგებს. რა თქმა უნდა, შანსი გვექნება.

ბოლოს და ბოლოს, მატჩი ფრედაც რომ დასრულდეს, ტირილს ნამდვილად არ ვაპირებ.

ვინ ჯანდაბაა ეს მანე? ჩვენ „ბაიერნს“ შედარებით კარგად მაშინაც კი ვეთამაშებოდით, როცა მათ რობერტ ლევანდოვსკი ჰყავდათ.“ - აღნიშნა 66 წლის პიტერ ფიშერმა.