რამოსი: "ჩემთვის მესის თანაგუნდელობა დიდი პრივილეგიაა"
სერხიო რამოსმა „პსჟ-ში“ ლეო მესის თანაგუნდელობა შეაფასა.
არგენტინელმა და ესპანელმა საფრანგეთის სუპერთასის მატჩში „ნანტის“ კარში გოლი გაიტანეს და თავის გუნდის 4:0 გამარჯვებაში წვლილი შეიტანეს.
„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა მესის თანაგუნდელობა. მისი შექება არ მჭირდება - ის საკუთარ თავს კომპლიმენტებს თავისივე თამაშით უკეთებს.
ყველამ იცის, როგორიცაა ის. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე თამაშს გააგრძელებს.“ - აღნიშნა რამოსმა ESPN-სთან ინტერვიუში.