ავტორიზაცია

3 გამორჩეული თვისება, რაც კვარაცხელიას აქვს - ნაპოლის მწვრთნელის კომენტარი

3 გამორჩეული თვისება, რაც კვარაცხელიას აქვს  - ნაპოლის მწვრთნელის კომენტარი
თარიღი 04 აგვ 2022, 02:23

"ხირონასთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში კვარაცხელია კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, პენალტიც მოიპოვა და თავად გაიტანა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ გააკეთა.

"კვარაცხელიას გამორჩეული თვისებები აქვს - ძალიან ტექნიკურია, მეტოქეებს მარტივად ატყუებს და რაც მთავარია, ისეთი სიტუაციებიდან ახერხებს გამოძრომას, რომ არავინ ელოდება.

კარგია, რომ თქვენ ეს ყველაფერი ახლა შეამჩნიეთ, ჩვენ კი უკვე დიდი ხანია ვიცით", - განაცხადა სპალეტიმ.