ტენ ჰაგი: "საქმე უბრალო ტრანსფერებში არ არის - სწორი ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ"

ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა.
„ჩვენ ვიცით, რაც გვინდა. საქმე უბრალოდ ტრანსფერებში არ არის - საჭიროა სწორი ფეხბურთელების დამატება. ჩვენ ტრანსფერებს ფრთხილად ვგეგმავთ და ამ საქმეს ყურადღებით ვეკიდებით.
თავდაუზოგავად ვშრომობთ, რომ საჭირო ფეხბურთელები დავიმატოთ. ეს კარგი გუნდის შექმნისთვის აუცილებელია, რომელსაც მოგებები შეეძლება.
ფრენკი დე იონგი არის ასეთი ფეხბურთელი? შეგიძლიათ რაიმე გვითხრათ ამის შესახებ?
არა, ვერაფერს ვიტყვი ფეხბურთელზე, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტი არ აკავშირებს." - აღნიშნა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.