ავტორიზაცია

მანჩესტერმა ფრენკი დე იონგის ორ ალტერნატივას მიაგნო, რომელთა შეძენაც არ იქნება მარტივი

მანჩესტერმა ფრენკი დე იონგის ორ ალტერნატივას მიაგნო, რომელთა შეძენაც არ იქნება მარტივი
თარიღი 04 აგვ 2022, 14:03

„მანჩესტერ იუნაიტედს" ფრენკი დე იონგის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში ალტერნატივები აქვს შერჩეული.

თუ „წითელი ეშმაკები" 25 წლის ნახევარმცველს თავის გუნდში გადმოსვლაზე ვერ დაიყოლიებენ, მანჩესტერული კლუბი დეკლან რაისის („ვესტ ჰემი") ან ჯუდ ბელინგემის („ბორუსია დორტმუნდი") შეძენას შეეცდებიან.

თუმცა, როგორც The Athletic წერს, ამ ორიდან არცერთის შეძენა ამ ზაფხულს შესაძლებელი არ არის, რადგან არც „ვესტ ჰემს" და არც „დორტმუნდს" მათი გაშვება არ სურთ.

ორივე ფეხბურთელის მიმართ „მანჩესტერის" გარდა ინტერესს სხვა ევროპული კლუბებიც იჩენენ. კერძოდ, რაისის შეძენა „ჩელსის" სურს, ბელინგემს კი „რეალს" და „ლივერპულს" უკავშირებენ.

მიუხედავად ალტერნატიული ვარიანტების შერჩევისა, „მანჩესტერის" მთავარ სამიზნედ დე იონგი რჩება, რომელსაც „ბარსელონაში" დარჩენა სურს.