ჰოლანდი": რა ასპექტში მაქვს ყველაზე მეტად მოსამატებელი?"

„მან სიტის" თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ისაუბრა, თუ რა კრიტერიუმებით სარგებლობდა ახალი კლუბის შერჩევისას.
„საქმე ჩემს შეგრძნებებს ეხებოდა - შევძლებდი თუ ვერა გუნდისთვის სარგებლის მოტანას, მაქსიმუმის გაღებას და განვითარებასაც, რაღა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ.
მნიშვნელოვანია, რომ განვითარებას ახერხებდე. ვფიქრობ, ამ კლუბში ამას აუცილებლად მოვახერხებ.
რაში გაქვთ ყველაზე მეტად მოსამატებელი?
ყველაფერში, ყველაფერში. მე ყველაფერში უკეთესი უნდა გავხდე. თუ რაღაცაში უკვე კარგი ვარ, სხვა რამეში ბევრი მაქვს მოსამატებელი." - აღნიშნა ნორვეგიელმა ფორვარდმა.