საგა დასრულდა - ბარსელონას სატრანსფერო სამიზნემ ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ესპანელი მცველი სეზარ ასპილიკუეტა „ჩელსიში“ რჩება.
The Athletic-ის ინფორმაციით, ესპანელი უახლოეს პერიოდში გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს 2024 წლამდე და კლუბი ამას ოფიციალურად დაადასტურებს.
მოქმედი ხელშეკრულება „ასპის“ „ჩელსისთან“ 2023 წლამდე აკავშირებდა და თომას ტუხელმა არაერთხელ ღიად აღნიშნა, რომ ფეხბურთელს გუნდის დატოვება და „ბარსელონაში“ გადასვლა სურს.
ხავის ასპილიკუეტას „ბარსელონაში“ ხილვა ძალიან სურდა, რადგან მისი უნივერსალურობა მოსწონს, მაგრამ ახლა კლუბს სხვა ვარიანტებზე უწევს გადართვა.