ავტორიზაცია

გალათასარაი უახლოეს პერიოდში ორ ხმაურიან ტრანსფერს ხურავს

გალათასარაი უახლოეს პერიოდში ორ ხმაურიან ტრანსფერს ხურავს
თარიღი 04 აგვ 2022, 23:41

„არსენალის“ ნახევარმცველმა ლუკას ტორეირამ თურქულ „გალათასარაიში“ გადასვლაზე განაცხადა თანხმობა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნახევარმცველს სტამბოლურ გუნდთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება აქვს დარჩენილი და საამისოდ ის უახლოეს პერიოდში თურქეთში გაფრინდება.

ამ ტრანსფერის შედეგად „არსენალი“ 6-7 მლნ ევროს მიიღებს. 26 წლის ურუგვაელმა გასული სეზონი იჯარით „ფიორენტინაში“ გაატარა და 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, თურქული გაზეთის, Milliyet-ის ინფორმაციით, „გალათასარაიმ“ დრის მერტენსის ტრანსფერზეც მიაღწია შეთანხმებას და უახლოეს პერიოდში, ბელგიელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს. 

მერტენსი გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.