ავტორიზაცია

"მე მოყვარულებს შორის გავიზარდე", - სარიმ განმარტა, თუ რა განსხვავებაა მასსა და მოურინიოს შორის

"მე მოყვარულებს შორის გავიზარდე", - სარიმ განმარტა, თუ რა განსხვავებაა მასსა და მოურინიოს შორის
თარიღი 05 აგვ 2022, 11:42

"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ "რომას" თავკაცის, ჟოზე მოურინიოს შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

"მოურინიო მომწონს. ჩვენ შორის არსებული განსხვავება დიდწილად ჩვენი სასტარტო წერტილების შედეგია", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

"როგორც მწვრთნელი, მოყვარულებს შორის გავიზარდე, სხვა დონის ფეხბურთელებში. გასამარჯვებლად კარგი გადაწყვეტილებები უნდა მეპოვა, მოთამაშეთა ნაკლოვანებების ასანაზღაურებლად".

"მოურინიომ კი "ბარსელონაში" დაიწყო და ბევრს ხარჯავდა იმისათვის, რათა ოსტატები ჰყოლოდა. "სტიესა" (იტალიური ფეხბურთის მე-8 დივიზიონში მოასპარეზე კლუბი) და "ბარსელონაში" მუშაობას შორის უდიდესი განსხვავებაა", - დასძინა სარიმ.

მოგეხსენებათ, 63 წლის იტალიელი სპეციალისტი "არწივებს" გასული წლის ივნისიდან უდგას სათავეში, ხოლო 59 წლის პორტუგალიელმა "მგლები" წინა წლის ივლისში ჩაიბარა.