ავტორიზაცია

"ბრწყინვალე ფეხბურთელია", - როი კინმა მანჩესტერ იუნაიტედს რონალდუს მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა

"ბრწყინვალე ფეხბურთელია", - როი კინმა მანჩესტერ იუნაიტედს რონალდუს მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა
თარიღი: 05 აგვ 2022, 17:39

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, როი კინი აცხადებს, რომ მანიკუნიანელებმა თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ უნდა შეინარჩუნონ.

"რონალდუს შენარჩუნება უნდა სცადონ, რადგან ბრწყინვალე ფეხბურთელია. მაგრამ არ ვიცი, როგორ მოიქცევა კლუბში დაბრუნების შემდეგ. არა მგონია, ის ყველაფერი, რაც მოხდა, დიდი პრობლემა იყოს, როგორც ყველას ჰგონია. როცა მწვრთნელი ხარ, შენს გზაზე პრობლემებს აწყდები და გამკლავება უნდა იცოდე. ვფიქრობ, "იუნაიტედს" ყველაფერი გამოუვა".

"მიუხედავად ამისა, ვშიშობ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რონალდუ დარჩება, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი სეზონს არცთუ ისე კარგად დაიწყებს, კრიშტიანუ მწვრთნელზე გაბრაზდება. მაშინ ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულდეს".

"ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნა რონალდუსთვის, მისი ეგოსთვის და ბრენდისთვის დიდი პრობლემაა. რატომ არ ჩადო მისმა აგენტმა კონტრაქტში იმის პირობა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრა ფეხბურთელს გამოსავლის პოვნის უფლებას მისცემდა?".

"თუ იგი წარმოუდგენელი კავშირების მქონე "სუპერაგენტია", ვინც მოლაპარაკებებს ბრწყინვალედ აწარმოებს, მაშინ რატომ არ დევს ეს პირობა რონალდუს კონტრაქტში?", - ციტირებს კინის სიტყვებს Sky Sports-ი.