ავტორიზაცია

VIDEO: გერმანულ მანქანას დასაქოქად დრო არ სჭირდება - ბაიერნმა სტუმრად აინტრახტი არ დაინდო

თარიღი: 06 აგვ 2022, 00:25

ბუნდესლიგის პირველ ტურში „ბაიერნმა“ სტუმრად „აინტრახტი“ არ დაინდო.

შეხვედრა „დოიტჩე ბანკ პარკზე“ გაიმართა და სტუმართა გამანადგურებელი გამარჯვებით 6:1 დასრულდა.

„ბაიერნის“ რიგებში გოლები იოზუა კიმიხმა, ბენჟამინ პავარმა, სადიო მანემ, სერჟ გნაბრიმ და ჯამალ მუსიალამ (2) გაიტანეს, მასპინძლებმა კი 0:5-ზე კოლო მუანის გოლით უპასუხეს.

ამრიგად, „ბაიერნმა“ ახალი სეზონიც დაიწყოს იქ, სადაც წინა დაასრულა - შიდა ასპარეზზე მეტოქეების განადგურებით.