ავტორიზაცია

VIDEO: არსენალმა პრემიერ ლიგა ლონდონურ დერბიში დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

თარიღი 06 აგვ 2022, 01:00

პრემიერ ლიგის პირველ ტურში „არსენალმა“ სტუმრად ლონდონურ დერიში „კრისტალ პალასს“ მოუგო.

შეხვედრა „სელჰარსტ პარკზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

პირველი გოლი „მეთოფეებმა“ პირველ ტაიმში, გაბრიელ მარტინელის ავტორობით გაიტანეს, მეორე კი მატჩის მიწურულს პალასის ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ამრიგად, მიკელ არტეტას გუნდმა პრემიერ ლიგა წარმატებულად დაიწყო.