ავტორიზაცია

"რა პოზიციაზეც არ უნდა ათამაშო, თითქოს მისთვის არის დაბადებული", - რეალის ყოფილი დირექტორი მესის აქებს

"რა პოზიციაზეც არ უნდა ათამაშო, თითქოს მისთვის არის დაბადებული", - რეალის ყოფილი დირექტორი მესის აქებს
თარიღი 06 აგვ 2022, 11:04

ხორხე ვალდანომ ლეო მესის თამაშზე ისაუბრა.

„მესი, როგორც ყველა გენიოსი, თავისი საქმის მცოდნედ დაიბადა და რა პოზიციაზეც არ უნდა თამაშობდეს - თავიდან ვინგერად, შემდეგ ცრუ ცხრიანად, ახლა პლეიმეიქერად - თითქოს, ის დაბადებული იყო ყველა ამ პოზიციაზე თამაშისთვის.

ის თავის წლებს შეესაბამება და შესაბამისად, ახლა ფლეიმეიქერად იქცა. მას გარდამტეხი მომენტი აქვს, რომელიც გუნდში უფრო ჩართულს და მნიშვნელოვანს გახდის.

საუკეთესო, რაც შეიძლება არგენტინას შეემთხვას - არის როცა ბურთი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ფეხებთან იქნება.“ - აღნიშნა „რეალს“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა. 

2021 წელს ლეო მესიმ ნაკრებთან ერთად პირველი ტიტული მოიგო - კოპა ამერიკა, წელს კი „ფინალისიმაში" ევროპის ჩემპიონ იტალიას აჯობა და სუპერჩემპიონის სტატუსის მფლობელიც მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის 18 ნოემბერს დაიწყება და არგენტინა ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრება.