ავტორიზაცია

დემბა ბა: "ჩელსის შესაძლოა იმაზე რთული გზის გავლა მოუწიოს, ვიდრე მანჩესტერმა და არსენალმა გაიარეს"

დემბა ბა: "ჩელსის შესაძლოა იმაზე რთული გზის გავლა მოუწიოს, ვიდრე მანჩესტერმა და არსენალმა გაიარეს"
თარიღი 06 აგვ 2022, 15:21

"ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დემბა ბამ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობის ცვლილების შესახებ ისაუბრა.

"ვშიშობ, რომ "ჩელსი" რთულ პერიოდს გაივლის, იმაზე რთულსაც კი, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედმა" ან "არსენალმა" გაიარეს, როცა მათი მწვრთნელები წავიდნენ".

"საქმე მთავარი მწვრთნელის წასვლას არ ეხება, მფლობელზე ვსაუბრობთ - იმ ადამიანზე, ვინც ყველაფერს მართავს. ის, რაც აბრამოვიჩმა გააკეთა, წარმოუდგენელი იყო და ახლა ისინი მთელ სტრუქტურას ცვლიან. მარინა გრანოვსკაიას (დირექტორი) დაკარგვაც ძლიერი დარტყმა იქნება, რადგან ბრწყინვალე სამუშაო გასწია".

"ამასთან დაკავშირებით, პესიმისტურად ვარ განწყობილი. იმედი მაქვს, ვცდები", - ციტირებს სენეგალელის სიტყვებს Inews-ი.

მოგეხსენებათ, დემბა ბა "არისტოკრატების" ღირსებას 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ივლისამდე იცავდა.