ავტორიზაცია

სადიო მანე: "რა თქმა უნდა, ბაიერნი ლივერპულს დაამარცხებს, თუ შეხვდება"

სადიო მანე: "რა თქმა უნდა, ბაიერნი ლივერპულს დაამარცხებს, თუ შეხვდება"
თარიღი 06 აგვ 2022, 15:38

"ბაიერნის" გარემარბი, სადიო მანე დარწმუნებულია, რომ მის გუნდს "ლივერპულის" დამარცხება შეუძლია.

სენეგალელს იმ გოლის შესახებ ჰკითხეს, რომელიც 2019 წელს მერსისაიდული კლუბის მაისურით მიუნხენელებს ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა.

"როგორც ვთქვი, შესაძლოა, ეს ჩემი საყვარელი გოლია, მაგრამ ახლა ვიტყოდი, რომ მეორე საყვარელი გოლია და არა პირველი, რადგან მანუელ ნოიერი ამჟამად ჩემი თანაგუნდელია".

"არა, არ ვხუმრობ... რა თქმა უნდა, ვფიქრობ, კარგი გოლი იყო. კარგი მატჩი ჩავატარეთ. ეს უკვე წარსულს ჩაბარდა".

"თუ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, მაშინ, რა თქმა უნდა, "ბაიერნი" "ლივერპულს" დაამარცხებს", - ციტირებს მანეს სიტყვებს Daily Mail-ი.