ავტორიზაცია

დანი ალვეში: "დროა, ბარსა კვლავ ის ბარსა გახდეს, რომელსაც მივეჩვიეთ"

დანი ალვეში: "დროა, ბარსა კვლავ ის ბარსა გახდეს, რომელსაც მივეჩვიეთ"
თარიღი 06 Aug 2022, 17:36

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი, დანი ალვეში მიიჩნევს, რომ კატალონიურ გრანდს ძველი ფორმის დაბრუნება შეუძლია.

"ბარსა" იშვიათად აკეთებს ასეთ რაღაცებს სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ იცის, როგორ უნდა მოერგოს. ვიმედოვნებ, თავიანთ ფილოსოფიას არ შეცვლიან, რადგან სწორედ ამან გახადა კლუბი დიდებული".

"კლუბი დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელებს და იმ მოთამაშეებს იმატებს, ვისაც წარმატების მიღწევა უნდა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, რადგან დროა "ბარსა" კვლავ გახდეს ის "ბარსა", რომელსაც მივეჩვიეთ", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Diario Sport-ი.

მოგეხსენებათ, ალვეშმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გაატარა და ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.

39 წლის სამხრეთამერიკელმა "ბლაუგრანას" დატოვების შემდეგ მექსიკურ "პუმასთან" ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.