ავტორიზაცია

VIDEO: ტოტენჰემმა შინაურ კედლებში საუთჰემპტონი გაანადგურა და სეზონის პირველი მატჩი მოიგო

თარიღი 06 აგვ 2022, 19:51

ინგლისის ჩემპიონატის 2022/23 წლების სეზონის გათამაშების პირველი ტურის ეგიდით, "ტოტენჰემმა" "საუთჰემპტონს" უმასპინძლა.

ლონდონში გამართული შეხვედრა "დეზების" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:1.

შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე "წმინდანების" ნახევარმცველმა, ჯეიმს უორდ-პრაუსმა გახსნა, 21-ე წუთზე კი რაიან სესენიონმა წონასწორობა აღადგინა.

31-ე წუთზე "ტოტენჰემი" წინ ერიკ დაიერმა გაიყვანა და პირველ ტაიმში მეტი აღარაფერი შეცვლილა.

მე-60 წუთზე "საუთჰემპტონის" მცველმა, მოჰამედ სალისუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 63-ე წუთზე კი დეიან კულუშევსკიმ გაიტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.