ავტორიზაცია

VIDEO: ჩელსიმ პრემიერ ლიგა ურთულესი გასვლით და მძიმე გამარჯვებით დაიწყო

თარიღი 07 აგვ 2022, 00:25

პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლონდონის „ჩელსი“ სტუმრად ფრენკ ლამპარდის „ევერტონს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა „გუდისონ პარკზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 45+9 წუთზე ჟორჟინიომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და ტუხელის გუნდს პრემიერ ლიგა გამარჯვებით დააწყებინა.