ხავი: "რა არის ბარსელონას მიზანი ამ სეზონში?"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა ისაუბრა, თუ რა გეგმებს ისახავს მისი გუნდი ამ ახალ სეზონში.
„ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ვარჯიშები საუცხოო შეგრძნებებს გვიტოვებს. ყველა შესანიშნავად მუშაობს: ინტენსიურად, კარგ ტემპში. პრესეზონმაც დიდებულად ჩაიარა.
ხალხს ენთუზიაზმით აღვავსებთ და ეს გუშინ ლევანდოვსკის პრეზენტაციაზეც ჩანდა.
ამ სეზონში ჩვენი მიზანი ტიტულების მოგება და კარგი ფეხბურთის ჩვენებაა. გვსურს გავახაროთ გულშემატკივრები, რომლებიც ამას იმსახურებენ.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ამ ზაფხულს „ბარსამ“ უკვე დაიმატა ანდრეას კრისტენსენი, ფრანკ კესიე, რობეტ ლევანდოვსკი და ჟულ კუნდე. ამავდროულად, გუნდი დატოვეს რიკი პუჩმა (ლოს ანჯელეს გალაქსი) და ოსკარ მინგესამ (სელტა).