ავტორიზაცია

VIDEO: მესი - ნეიმარის დუეტი დაფრინავს - პარიზმა ლიგა 1-ს სეზონი განადგურებით გახსნა

თარიღი 07 აგვ 2022, 00:58

ფრანგული ლიგა 1-ს პირველ ტურში „პსჟ-მ“ სტუმრად „კლერმონი“ გაანადგურა.

შეხვედრა საფრანგეთის ჩემპიონის გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

„პსჟ-ს“ რიგებში გოლებით თავი ლეო მესიმ (2), ნეიმარმა, ჰაკიმიმ და მარკინიოსმა გამოიჩინეს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა დუბლს ასისტი მიუმატა, ნეიმარმა კი გოლის გარდა სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. 

აუცილებლად სანახავია ლეოს მეორე გოლი, რომელიც მან კარიერაში პირველად მაკრატელათი გაიტანა.