ავტორიზაცია

ახალი მფლობელების უცნაური სატრანსფერო პოლიტიკა: ჩელსი ლესტერის მცველში 85 მლნ ფუნტს იხდის!

ახალი მფლობელების უცნაური სატრანსფერო პოლიტიკა: ჩელსი ლესტერის მცველში 85 მლნ ფუნტს იხდის!
თარიღი 07 აგვ 2022, 13:16

"ჩელსის" ხელმძღვანელობა მზად არის "ლესტერის" მცველის, უესლი ფოფანას სანაცვლოდ დაახლოებით 85 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ამის შესახებ The Guardian-ის ჟურნალისტი, ჯეიკობ სტერლინგი წერს. თუ ლონდონელები ფრანგში ამხელა ფულს გადაიხდიან, მაშინ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე დახარჯული თანხა 200 მილიონს გადააჭარბებს.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატებმა" ამ ზაფხულს რაჰიმ სტერლინგი, კალიდუ კულიბალი, კარნი ჩუკვუემეკა, გაბრიელ სლონინა და მარკ კუკურელია დაიმატეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე "მელიებმა" ფოფანას თაობაზე "ჩელსის" 75 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება უკვე იუარეს.

გასულ სეზონში "ლესტერის" ახალგაზრდა მცველმა ყველა ტურნირზე ერთად ტრავმის გამო მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.