ავტორიზაცია

ვალენსიას შემტევი 32 მილიონ ევროდ ინგლისის პრემიერ ლიგაში გადადის

ვალენსიას შემტევი 32 მილიონ ევროდ ინგლისის პრემიერ ლიგაში გადადის
თარიღი 07 აგვ 2022, 22:21

„ვალენსიას“ პორტუგალიელი შემტევი გონსალო გედეში კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გედეში „ვულვერჰემპტონში“ გადავა, რომელთანაც მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

„მგლებს“ პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი 32 მილიონი ევრო და ბონუსები დაუჯდებათ. ორშაბათს, გედეში ინგლისში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.

გუშინ ჯენარო გატუზომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პორტუგალიელმა ინგლისური გუნდისგან კარგი შემოთავაზება მიიღო და გუნდის დატოვებასთან ახლოსაა. ამის გამო, მან „ატალანტასთან“ ამხანაგურ შეხვედრაშიც აღარ მიიღო მონაწილეობა.

25 წლის გონსალო გედეში „ვალენსიაში“ „პსჟ-დან“ 2017 წელს იჯარით გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი „ღამურებმა“ ის 40 მილიონად გამოისყიდეს.