ავტორიზაცია

ლაპორტა: "მესის წინაშე მორალური ვალი კი მაქვს, მაგრამ ის პსჟ-ს ფეხბურთელია და ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა"

ლაპორტა: "მესის წინაშე მორალური ვალი კი მაქვს, მაგრამ ის პსჟ-ს ფეხბურთელია და ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა"
თარიღი 07 Aug 2022, 23:05

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლეო მესის გუნდში დაბრუნებაზე ისაუბრა.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხავიმ „ბარსას“ პრეზიდენტს მესის დაბრუნება სთხოვა, მას შემდეგ, რაც მას 2023 წელს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი ამოეწურება.

თავის მხრივ, ლეოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება მინიმუმ ერთი წლით „პსჟ-საც“ სურს.

„მესის ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, ის „პსჟ-ს“ ფეხბურთელია და ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა.

ერთადერთი, ფაქტი ის არის, რომ ლეოს წინაშე მორალური ვალი მაქვს.“ - აღნიშნა ლაპორტამ.