ავტორიზაცია

კავანიმ ბოკა დააუარა - ედინსონს სხვა პრიორიტეტები აქვს

კავანიმ ბოკა დააუარა - ედინსონს სხვა პრიორიტეტები აქვს
თარიღი 08 აგვ 2022, 10:39

„პსჟ-ს", „მანჩესტერ იუნაიტედის" და სხვა კლუბების ექს-ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, „ბოკა ხუნიორსი" უარით გაისტუმრა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინულ კლუბთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ურუგვაელმა ფეხბურთელმა სამხრეთ ამერიკაში დაბრუნებაზე უარის თქმა გადაწყვიტა.

კავანის და მისი ოჯახის პრიორიტეტი - ევროპაში დარჩენა და კერძოდ ლა ლიგაში თამაშია.

პრიმერა დივიზიონის გუნდებიდან ყველაზე აქტიურად ედინსონის გადაბირებით „ვალენსია" და „ვილიარეალი" ინტერესდებიან. ამ უკანასკნელის მწვრთნელი, უნაი ემერი კავანის სახით დიდ ბომბარდირს ხედავს და მისი საკუთარ გუნდში ხილვა ძალიან სურს.

თავდაპირველად, კავანი „ბოკაში" გადასვლას აქტიურად განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ ოჯახური მიზეზების გამო უარის თქმა გადაწყვიტა. 

კავანიმ „მანჩესტერი" გასული სეზონის ბოლოს კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვა და მას შემდეგ, ჯერჯერობით, უკლუბოდაა.