ავტორიზაცია

როი კინი: "წარმატებები მცველებს, რომლებსაც ჰოლანდთან მოუწევთ თამაში - ის 30-40 გოლს გაიტანს"

როი კინი: "წარმატებები მცველებს, რომლებსაც ჰოლანდთან მოუწევთ თამაში - ის 30-40 გოლს გაიტანს"
თარიღი 08 აგვ 2022, 11:04

„მან იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, როი კინმა, „ვესტ ჰემი" - „სიტის" მატჩის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდი შეაქო, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 2:0 მოაგებინა.

„ძალიან კომფორტული გამარჯვება სიტისთვის. ხალხს ეჭვი ეპარებოდა, რომ ჰოლანდი პრემიერ ლიგას მალევე შეეგუებოდა. მაგრამ, მან დიდი ოსტატობა გამოავლინა და შესანიშნავ შერბენებს ახორციელებდა. მას აუცილებლად ექნება თავისი მომენტები, რაც დღესაც გამოჩნდა.

ხალხი იმას ამბობს, რომ ის 20+ გოლს გაიტანს, მაგრამ პენალტებსაც ის ასრულებს, ასე რომ 30-40 გოლიც აუცილებლად ექნება.

თუ ტრავმებს გადაურჩა, მაშინ საგოლე მომენტები აუცილებლად ექნება. წარმატებები მცველებს, რომლებსაც მის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

მისი გადაადგილება და საჯარიმოში მოქმედება რონალდუსას ჰგავს. მასაც არ სურს ბევრი სირბილი და თამაშში ჩართულობა, მაგრამ როცა ბურთი საჯარიმოშია, ის ორმაგად აქტიური ხდება." - აღნიშნა კინმა.