ავტორიზაცია

ალექსისი ინტერთან კონტრაქტს გაწყვეტს და კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

ალექსისი ინტერთან კონტრაქტს გაწყვეტს და კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
თარიღი 08 აგვ 2022, 11:25

ალექსის სანჩესი „ინტერს" უახლოეს დღეებში დატოვებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით,  ჩილელი ფეხბურთელი „ნერაძურისთან" კონტრაქტის შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც კი იტალიურ გუნდთან შეთანხმებას მიაღწევს და მასთან კონტრაქტით დაკავშირებული აღარ იქნება, ალექსისი „მარსელის" ფეხბურთელი გახდება, რომელტანაც კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს.

სანჩესი „ინტერში" 2020 წლის სექტემბრიდან თამაშობს, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ამ პერიოდში, ჩილელმა მილანურ გუნდში 108 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 20 გოლი და 23 საგოლე გადაცემა მიითვალა.