ავტორიზაცია

მანჩესტერს 33 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზეც უარი უთხრეს

მანჩესტერს 33 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზეც უარი უთხრეს
თარიღი 08 აგვ 2022, 13:24

"მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბოლონიას" თავდამსხმელის, მარკო არნაუტოვიჩის შეძენა უნდა.

როგორც ცნობილი ინსაიდიერი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, "ეშმაკუნებმა" იტალიურ კლუბს 33 წლის ფეხბურთელში 8-9 მილიონი ევრო შესთავაზეს.

"ბოლონიამ" ეს შეთავაზება იუარა და ამჟამად ავსტრიელის გაშვებას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ არნაუტოვიჩი და "ემიუს" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი ერთად 2006 წლიდან 2009 წლამდე "ტვენტეში" მუშაობდნენ.

გასულ სეზონში ავსტრიელმა ფორვარდმა სერია ა-ს 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა.