ავტორიზაცია

ჩელსის ფოფანას ფასი შეუთვალეს — ლესტერის ბოსები კოლოსალურ თანხას ითხოვენ

ჩელსის ფოფანას ფასი შეუთვალეს — ლესტერის ბოსები კოლოსალურ თანხას ითხოვენ
თარიღი 08 აგვ 2022, 13:34

"ჩელსის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლესტერის" მცველის, უესლი ფოფანას შეძენის იმედს არ კარგავს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბი მზადაა 21 წლის ფეხბურთელში დაახლოებით 85 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

The Telegraph-ის ჟურნალისტი, მეტ ლოუ აღნიშნავს, რომ "მელიები", მიუხედავად ფრანგის შენარჩუნების სურვილისა, მას გაყიდიან, თუ "არისტოკრატები" მინიმუმ 80 მილიონს შესთავაზებენ.

როგორც გასულ კვირაში დაიწერა, "ლესტერმა" "ჩელსის" 63 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება იუარა.

გასულ სეზონში ფოფანამ, რომელსაც "მელიებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ყველა ტურნირზე ერთად ტრავმის გამო მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.