ავტორიზაცია

გატუზოს ვალენსიაში კავანის ხილვა სურს, მაგრამ ურუგვაელით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან

გატუზოს ვალენსიაში კავანის ხილვა სურს, მაგრამ ურუგვაელით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან
თარიღი 08 აგვ 2022, 14:16

თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე თავდამსხმელი, ედინსონ კავანი შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბს შეუერთდეს.

როგორც ცნობილი ინსაიდერი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ურუგვაელის გადაბირება "ვალენსიას" მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ღამურების" ხელმძღვანელობამ 35 წლის სამხრეთამერიკელის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ კავანის ხელში ჩაგდებისთვის "ვილიარეალი" და "ბოკა ხუნიორსიც" იბრძვიან.

გასული სეზონი ედინსონმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.