ავტორიზაცია

ლაიფციგი ჩელსის ვერნერის სანაცვლოდ იმაზე ნაკლებს გადაუხდის, ვიდრე ვარაუდობდნენ

ლაიფციგი ჩელსის ვერნერის სანაცვლოდ იმაზე ნაკლებს გადაუხდის, ვიდრე ვარაუდობდნენ
თარიღი 08 აგვ 2022, 17:19

"ლაიფციგი" "ჩელსის" თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის სანაცვლოდ იმაზე ნაკლებს გადაიხდის, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გერმანულ კლუბს 26 წლის ფორვარდის ტრანსფერი 30-35 მილიონი ევრო + ბონუსები დაუჯდებოდა.

თუმცა, როგორც Sky Sport Deutschland-ი წერს, "ლაიფციგი" ბევრად ნაკლებს გადაიხდის. ბონუსების გარეშე "არისტოკრატები" 19,5 მილიონს მიიღებენ. შეგახსენებთ, 2020 წელს ლონდონურმა კლუბმა ტიმო 53 მილიონად დაიმატეს.

ვერნერს "ჩელსის" დატოვება უნდოდა, რათა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაეყენებინა.

ვერნერის ტრანსფერი ხვალ გაოფიციალურდება. "ლაიფციგში" პირველ ვარჯიშს ტიმო ოთხშაბათს გამართავს.

მოგეხსენებათ, გერმანელი ფორვარდი "ლაიფციგის" ღირსებას 2016 წლიდან 2020 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან 156 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 90 გოლი გაიტანა და 40 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.