ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად — ისკო ახალ გუნდში გადავიდა

უკვე ოფიციალურად — ისკო ახალ გუნდში გადავიდა
თარიღი 08 აგვ 2022, 17:51

"სევილიამ" ოფიციალური საიტის მეშვეობით "რეალის" ყოფილი შემტევი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის ტრანსფერი დაადასტურა.

30 წლის ესპანელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ანდალუსიურ კლუბთან 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

მოგეხსენებათ, ისკო "რეალის" ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. მადრიდული გრანდი მან ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბის" რიგებში 19 ტიტული მოიგო.