ავტორიზაცია

ოფიციალურად: არსენალის ნახევარმცველი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ოფიციალურად: არსენალის ნახევარმცველი კარიერას თურქეთში გააგრძელებს
თარიღი 08 აგვ 2022, 22:39

ლუკას ტორეირამ „არსენალი“ დატოვა და სათამაშოდ თურქეთს მიაშურა.

ლონდონურმა კლუბმა ურუგვაელი ლუკას ტორეირას „გალათასარაიში“ გადასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

ტორეირა „არსენალში“ 2018 წელს „სამპდორიადან“ გადავიდა და გუნდთან ერთად 2019/20-სეზონში ინგლისის თასის მოგება შეძლო.

წინა სეზონი ფეხბურთელმა „ფიორენტინაში“ იჯარით ითამაშა, თუმცა „არსენალში“ დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მიკელ არტეტას გეგმებში აღარ შედის და გუნდის დატოვება უწევს.

გავრცელებული ცნობებით, თურქულმა კლუბმა ურუგველი 6-7 მილიონ ევროდ შეიძინა.

„გალათასარაისთვის“ ეს ბოლო დღეების მანძილზე მეორე ვარსკვლავური ტრანსფერია - აქამდე, გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა „ნაპოლის“ ექს-შემტევის, დრის მერტენსის შეძენა.