ავტორიზაცია

VIDEO: ჯაკა ალბანურ მაფიასთანაა შეკრული? კადრებში ჩანს, როგორ შეგნებულად ცდილობს ფეხბურთელი ყვითელი ბარათის მიღებას

თარიღი 08 აგვ 2022, 22:52

„არსენალის“ ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა სერიოზულ პრობლემებში გაეხვა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, არის თუ არა შვეიცარიელი ფეხბურთელი ჩარეული სერიოზულ გარიგებაში, რომელის ფსონების გაკეთებას უკავშირდება.

2021 წელს უცნობმა ადამიანმა ტოტალიზატორში 52 ათასი ფუნტი დადო ფსონზე, რომ ფეხბურთელი „ლიდსთან“ მატჩის ბოლო 10 წუთში გაფრთხილებას მიიღებდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ჯაკა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი კომფორტულად 4:1-ს იგებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყვითელი ბარათი მიიღოს და საბოლოოდ, საწადელს აღწევს კიდეც.