ავტორიზაცია

"სტოკ სიტივით ვართ, სრული სასოწარკვეთილება", - მანჩესტერის ცნობილმა გულშემატკივარმა კლუბს სატრანფერო სამიზნეები გაუკრიტიკა

"სტოკ სიტივით ვართ, სრული სასოწარკვეთილება", - მანჩესტერის ცნობილმა გულშემატკივარმა კლუბს სატრანფერო სამიზნეები გაუკრიტიკა
თარიღი 08 აგვ 2022, 23:22

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ცნობილმა გულშემატკივარმა და ბლოგერმა საყვარელი კლუბი „სტოკ სიტის“ შეადარა.

მარკ გოლბრიჯი, ინგლისელი რადიოწამყვანი და იუთუბ-ბლოგერი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფან-არხის, The United Stand-ის ავტორი გუნდის სატრანსფერო მიზნებით უკმაყოფილოა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი „ბოლონიას“ ფორვარდის მარკო არნაუტოვიჩის და „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს ტრანსფერებზე მუშაობს.

„ტრანსფერები, რომლებსაც „ემიუ“ ამზადებს. თითქოს, 2010 წლის „სტოკ სიტიდ“ წარმოვაჩენთ თავს.

ვერ წარმომიდგენია, რომ „იუნაიტედი“ არნაუტოვიჩს იყიდის, ეს არასდროს არ უნდა გავაკეთოთ. „ბრაიტონთან“ წაგება ისედაც საკმარისად ცუდია და არნაუტოვიჩით ამ ფიასკოს მხოლოდ გავაღრმავებთ.

შემდეგ რაბიო. სოლიდური ფეხბურთელია, მაგრამ აშკარად დესტრუქტიული, ეს უდიდესი რისკია. სასოწარკვეთილები ვართ, როგორც ბევრმა ივარაუდა.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 კვირაღა დარჩა და რიჩარდ არნოლდი რისკავს რომ იმაზე ცუდი გენერალური დირექტორი გახდეს, ვიდრე ედ ვუდვორდი იყო.“ - წერს გოლბრიჯი ტვიტერზე.