ავტორიზაცია

ოფიციალურად: დორტმუნდმა სებასტიან ალეს შემცვლელად 34 წლის ფორვარდი დაიმატა

ოფიციალურად: დორტმუნდმა სებასტიან ალეს შემცვლელად 34 წლის ფორვარდი დაიმატა
თარიღი 08 აგვ 2022, 23:29

დორტმუნდის „ბორუსიამ“ „კიოლნის“ ფორვარდი ანტონი მოდესტი დაიმატა.

34 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა „ფუტკრებთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მოდესტის მოყვანის მიზეზი ის გახდა, რომ „დორტმუნდის“ სხვა ახალწვეულს, სებასტიან ალეს სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს და ქიმიოთერაპიის გამო, რამდენიმე თვე გაუცდება.

მოდესტს ბუნდესლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, „კიოლნის“ გარდა მას „ჰოფენჰაიმშიც“ აქვს ნათამაშები.

გასულ სეზონში ვეტერანმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის 32 მატჩში 20 გოლი გაიტანა და მე-4 საუკეთესო ბომბარდირი გახდა.